воскресенье, 20 марта 2011 г.

ელემენტები ჩვენს გარშემო


1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი;
2. პროექტის მთავარი იდეა: ცოტა რამ ზოგიერთი ელემენტის შესახებ;
3. პროექტის აქტუალობა: თუ რომელი ელემენტებია ჩვენი ორგანიზმის ჯამრთელობისთვის საჭირო;
4. პროექტის მიზნები: გაეცნოთ ზოგიერთი ნაწარმი, ხილ-ბოსტნეული თუ რა, ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო, ელემენტებს შეიცავს
5. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი;
6. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი-ივნისი;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება ეიქმნას: გაეცნობით ზოგიერთ საკვებში ელემენტების შემცველობას, რაც აუცილებელია ორგანიზმის ჯამრთელობისათვის.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ელემენტები, რომლებითაც უხვად არის გაჯერებული ჩვენი საკვები, ძირითადად მიწის წიაღში, ოკეანეებსა და ზღვებში მოიპოვება. ჩვენი ორგანიზმის ნახევარზე მეტი წყალია (70%). 90 ბუნებრივი ელემენტიდან 4 მათგანი-C,O,H,N ყველა ცოცხალი ორგანიზმის 96%-ს შეადგენს. სწორედ, ორგანიზმის ჯამრთელობა ამა თუ იმ ელემენტის შემცველობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, სწორად კვებაა საჭირო, რათა ჯამრთელნი ვიყოთ.  
გაგაცნობთ ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულში ელემენტების შემცველობას, მაგალითად: საზამთრო შეიცავს ელემენტებს: K, Mg. ვაშლი-Cu, Fe, Si. ბანანი-K, Mg.  კაკალი,თხილი-Ca, Co, Cu, Fe, K, Mg, Mn, P, Se, Zn. კარტოფილი-Cr, K, Na, Si. კიტრი-Cu. კომბოსტო-Cu, K, Si   და სხვა მრავალი რამ. მოსწავლეები კომპიუტერის გამოყენებით მოიძიებენ სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულში ელემენტების შემცველობაზე ინფორმაციებს.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მაგ: Ca-რძის ნაწარმი სასარგებლოა, რადგან ელემენტ კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს. კალციუმის ნაკლებობა მეხსიერების გაუარესებას, ძვლის სისუსტეს და გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს, რძის ნაწარმი იოდსაც შეიცავს.
I-ოდი კრისტალური ნივთიერებაა. ჭრილობის დამუშავებისას იოდის წყალხსნარს ვიყენებთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება კანის დამწვრობას იწვევს. ელემენტ იოდის ნაკლებობა დაავადება-ჩიყვს იწვევს. კავკასიის მდინარეებსა და ნიადაგში იოდი ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით არ არის, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით იოდიზირებულ მარილს ვიყენებთ.
Fe- სისხლს წითელ შეფერილობას რკინა აძლევს. ორგანიზმში მისი შემცველობა  3 გ-ს არ აღემატება. რკინის დეფიციტი ორგანიზმში სისხლნაკლებობას იწვევს, ამიტომ ვაშლი ძალზე სასარგებლო პროდუქტია.
K-კალიუმი ნატრიუმთან ერთად ორგანიზმში წყლის ბალანსს უზრუნველყოფს, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას და ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ემოციური სტრესი კალიუმის დეფიციტს იწვევს.    ადამიანი ყოველდღიურად უამრავ ნივთიერებას იყენებს, ყოველი მათგანი სხვადასხვა ელემენტებს შეიცავენ. მოსწავლეებს ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა საკვებში ელემენტების შემცველობაზე.
10. საგნებთან კავშირი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარგალიტა ბახტაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: margalita.baxtadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: margaret-2011.blogspot.com